Wednesday, October 30, 2013

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. ამ მოდულში შევისწავლე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო საავტორო უფლებებეთ დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ასევე შევისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა გუგლ დრაივზე. ჯგუფმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია, მივიღეთ უკუკავშირი რჩტვტბის სახით.

Sunday, October 13, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

დასაწყისში გავაკეთეთ პატარა პრეზენტაციები სტანდარტებზე, ინდიკატორებზე, საკვ
ანძო შეკითხვებზე.
 განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გრაფიკების რამდენიმე ვარიანტი. რესურსებში მოვნახეთ სხვადასხვა პროექტების გეგმების ნიმუშები. გავეცანით, თუ როგორ გავაკეთოთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის.
 დღეს ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

Saturday, October 12, 2013

მესამე დღის რეფლექსია

მე-2 მოდული ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო. გავიარეთ როგორ დავგეგმოთ პროექტი.ვიმუშავეთ რა  სტანდარტზე და ინდიკატორებზე უნდა გავიდეთ, რომელიც 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. განვიხილეთ საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შემდეგ ეს ყველაფერი გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში. 

Sunday, October 6, 2013

პირველი მოდულის რეფლექსია

დღეს გავეცანი პუბლიკაციის ფორმებს, დავათვალიერეთ სხვადასხვა ვარიანტები, შევარჩიეთ ერთერთი და ვისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ პუბლიკაციაზე. ასევე ვორდში ვისწავლეთ გამზადებული შაბლონების, ჩარჩოების მონახვა და ჩასმა. შევისწავლეთ ბლოგის შექმნა.
  კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით, დიდი მადლობა ნანა, ასეთი კარგი რომ ხარ.