Sunday, November 10, 2013

პროექტების პრეზენტაცია

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენერმა დაგვეხმარა ჩვენი პორტფოლიოს საბოლოო დახვეწაში. გავაკეთეთ პრეზენტაცია. გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგის, ბევრი რამ ვისწავლე. დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს,განსაკუთრებით ნანა ედიშერაშვილს,რომელიც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ყველაერში.

Wednesday, November 6, 2013

მოდული 6-7-ის რეფლექსია

ამ მოდულში გავეცანი, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. დავწყვილდით და გავუზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გავეცანი ფასილიტაციის რესურსების შექმნის ნიმუშებს, რამაც ნათელი გახადა ჩემთვის, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ტრენინგებს დავესწარი და მადლობას ვუხდი ნანა ედიშერაშვილს.

Wednesday, October 30, 2013

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. ამ მოდულში შევისწავლე, თუ როგორ უნდა გამოვიყენო საავტორო უფლებებეთ დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით. ასევე შევისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა გუგლ დრაივზე. ჯგუფმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია, მივიღეთ უკუკავშირი რჩტვტბის სახით.

Sunday, October 13, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

დასაწყისში გავაკეთეთ პატარა პრეზენტაციები სტანდარტებზე, ინდიკატორებზე, საკვ
ანძო შეკითხვებზე.
 განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გრაფიკების რამდენიმე ვარიანტი. რესურსებში მოვნახეთ სხვადასხვა პროექტების გეგმების ნიმუშები. გავეცანით, თუ როგორ გავაკეთოთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის.
 დღეს ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

Saturday, October 12, 2013

მესამე დღის რეფლექსია

მე-2 მოდული ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო. გავიარეთ როგორ დავგეგმოთ პროექტი.ვიმუშავეთ რა  სტანდარტზე და ინდიკატორებზე უნდა გავიდეთ, რომელიც 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. განვიხილეთ საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შემდეგ ეს ყველაფერი გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.